Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კაბინეტი


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი
ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი

ირანის კანონმდებლებმა დაამტკიცეს პრეზიდენტ ჰასან როჰანის მიერ შეთავაზებული ახალი კაბინეტი. მათ მხოლოდ ერთ, ენერგეტიკის მინისტრის კანდიდატურას არ დაუჭირეს მხარი. პარლამენტმა ხმა მისცა ბირთვულ მოლაპარაკებებზე ისლამური რესპუბლიკის მთავარ წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს. ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2015 წლის ბირთული შეთანხმება მნიშვნელოვანია და ის თეირანის ახალი მთავრობისთვის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტი იქნება. როჰანიმ ახსენა ვაშინგტონიც და თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა, დაიცვას ბირთვული შეთანხმება და არ მისცეს ამერიკას წარმატების საშუალება, არ მისცეს საშუალება ირანის მტრებს, წარმატებას მიაღწიონ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც ირანის მიმართ სანქციების ინიციატორია, და რომელმაც ბირთვულ შეთანხმებას "საშინელი შეთანხმება" უწოდა, განაცხადა, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების „სულისკვეთებით არ ცხოვრობს“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა 15 აგვისტოს, რომ ვაშინგტონი განიხილავს თეირანის მიმართ თავის პოლიტიკას და ფიქრობს, რომ ბირთვული შეთანხმებით რეგიონში არ დასრულებულა თეირანის „დესტაბილიზაციის მომტანი სხვა ქმედებები“. აშშ-ის და გაეროს სამეთვალყურეო სამსახურების დასკვნით, ირანი შეთანხმების პირობებს იცავს.ირანის კაბინეტში 18 მინისტრია. როჰანიმ უნდა დაასახელოს მეცნიერების მინისტრი, რომელიც უმაღლეს განათლებასაც განაგებს.

XS
SM
MD
LG