Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მიერ ძებნილი გერმანელი ავტორი ესპანეთის სასამართლომ პირობით გაათავისუფლა


თურქული წარმოშობის გერმანელი მწერალი დოჩან ახანლი
თურქული წარმოშობის გერმანელი მწერალი დოჩან ახანლი

თურქული წარმოშობის გერმანელი მწერლის, დოჩან ახანლის ადვოკატის თანახმად, ის მადრიდის სასამართლომ საპატიმროდან გაუშვა, მაგრამ იმ პირობით, რომ არ დატოვებს მადრიდს. ახანლი თურქეთის მიერ გავრცელებული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე იყო დაკავებული. ახანლი თურქეთში, შავშეთშია დაბადებული და თურქეთში საპატიმროებში ყოფნის შემდეგ დატოვა ქვეყანა და გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოიპოვა. ესპანეთში დაკავების შემდეგ გერმანიამ მოუწოდა ესპანეთს, არ გადასცეს თურქეთს ახანლი, რომელიც თურქეთში ადამიანის უფლებების შესახებ კრიტიკულ სტატიებს წერს. მწერალთა გაერთიანება, „პენი“ თვლის, რომ ახანლის დევნა თურქეთში პოლიტიკურადაა მოტივირებული, რადგან ის ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა მასობრივი მოკვლის თემაზე მუშაობს. ზოგიერთი მეცნიერი და სახელმწიფო თვლის, რომ ეს გენოციდი იყო, რასაც თურქეთი არ ეთანხმება.

XS
SM
MD
LG