Accessibility links

უკრაინის კონფლიქტის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი რუს კოლეგას მინსკში შეხვდება


კურტ ვოლკერი, უკრაინის კონფლიქტის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი

უკრაინის კონფლიქტის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი 21 აგვისტოს მინსკში შეხვდება რუსეთის წარმომადგენელს. სახელმწიფო დეპარტამენტმა 18 აგვისტოს განაცხადა, რომ ვოლკერი და რუსეთის წარმომადგენელი ისაუბრებენ „რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე“. კონკრეტულად ვინ იქნება რუსეთის წარმომადგენელი, ამას არც ერთი მხარე არ ასახელებს, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მიმდინარე თვეში თქვა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა მითხრა, რომ ვოლკერი „უახლოეს მომავალში“ შეხვდება ვლადისლავ სურკოვსო - კრემლის წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში. მინსკიდან ვოლკერი ვილნიუსში ჩავა და 22 აგვისტოს ლიტვის მთავრობის წევრებთან გამართავს შეხვედრას, უკრაინასთან მიმართებით სამომავლო სტრატეგიის განხილვის მიზნით - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი. რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილის შემდეგ 10 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG