Accessibility links

რუსეთში თაღლითობაში ეჭვმიტანით დააკავეს ცნობილი რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი


რუსეთში თაღლითობაში ეჭვმიტანით დააკავეს ცნობილი თეატრალური მოღვაწე, კირილ სერებრენიკოვი. ის "გოგოლის ცენტრის" თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და „მეშვიდე სტუდიად“ წოდებული თეატრალური კოლექტივის დამფუძნებელი. როგორც საგამოძიებო კომიტეტმა 22 აგვისტოს გამოაცხადა, სერებრენიკოვი ეჭვმიტანილია 2011-2014 წლამდე 68 მილიონი რუბლის (1,1 მილიონამდე ამერიკული დოლარის) გაფლანგვის ორგანიზებაში. გამოძიება, კერძოდ, ირწმუნება, რომ 2012 წელს წარმოდგენა „ზაფხულის ღამის სიზმრისათვის“ განკუთვნილი ფული გაიფლანგა და სპექტაკლი არ დადგმულა - მაშინ, როცა სპექტაკლს უკვე რამდენიმე წელია აჩვენებენ "გოგოლის ცენტრში". "მეშვიდე სტუდიის" ბუხჰალტერს, ნინა მასლიაევას, რომელიც ამ საქმის გამო დააკავეს, სასამართლოში ჩვენება აქვს მიცემული სერებრენიკოვის წინააღმდეგ. 47 წლის სერებრენიკოვს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცნობების თანახმად, ის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდა და შეშფოთებას გამოთქვამდა კულტურულ ცხოვრებაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის მატების გამო. გამომძიებლებმა წელს მაისში გაჩხრიკეს სერებრენიკოვის ბინა და თეატრი, ხოლო თვითონ რეჟისორი ჯერ მოწმის სახით დაკითხეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG