Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც ეხმარებიან


პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს ორ ვერტმფრენთან ერთად თურქეთის ორი და აზერბაიჯანის ერთი ვერტმფრენიც მონაწილეობენ ოპერაციაში
პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს ორ ვერტმფრენთან ერთად თურქეთის ორი და აზერბაიჯანის ერთი ვერტმფრენიც მონაწილეობენ ოპერაციაში

ბორჯომის ხეობაში გრძელდება ოპერაცია 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც ეხმარებიან. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც დაბა წაღვერში განთავსებულ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ საქართველოს ორ ვერტმფრენთან ერთად თურქეთის ორი და აზერბაიჯანის ერთი ვერტმფრენიც მონაწილეობენ ოპერაციაში. ასევე მოელიან ცეცხლის ჩასაქრობად საგანგებოდ აღჭურვილ თვითმფრინავს თურქეთიდან და მეხანძრე-მაშველებს სომხეთიდან. კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს დახმარება შესთავაზა რუსეთმაც, თუმცა თბილისმა უარი თქვა, რადგან ამჟამად ასეთი დახმარების საჭიროება არ არსებობს. სოფელ დაბასთან, ტყიან ფერდობზე, ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. ცნობების თანახმად, ბორჯომის რაიონის სოფლებს, რომლებიც სტიქიის ზონასთან ახლოსაა, დამსვენებლების ნაწილი ტოვებს.

XS
SM
MD
LG