Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანება საგანგებო სიტუაციის გამო სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანება საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ. ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის ოპერაციასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 22 აგვისტოს მიმართა სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით. საპასუხოდ, პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანება გამოსცა.

XS
SM
MD
LG