Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა სამხედროებმა მონაწილოება მიიღეს კიევში გამართულ სამხედრო აღლუმში


სამხედრო აღლუმი კიევში
სამხედრო აღლუმი კიევში

საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ოცეულმა კიევის ცენტრალურ გამზირზე ჩაიარა დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდავეთის პოლონეთისა და სხვა ქვეყნების ქვედანაყოფების მხარდამხარ. უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში გამართულ აღლუმს დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, რომელმაც სამხედროების მონაწილეობას უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში „უკრაინელი ხალხის, უკრაინის მთავრობის მხარდაჭერისა და ჩვენი ერთად ყოფნის გამოხატულება“ უწოდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უკრაინაში ვიზიტი გააუქმა, რათა ატენის ხეობაში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირადად მიეღო მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG