Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ უნგრეთში ბირთვული ელექტროსადგურის გაფართოება მომავალი წლიდან დაიწყება


ვლადიმირ პუტინი და ვიქტორ ორბანი
ვლადიმირ პუტინი და ვიქტორ ორბანი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უნგრეთის ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგურის გაფართოების სამუშაო შესაძლოა უკვე მომავალი წლის პირველ თვეებში დაიწყოს. პუტინმა ეს უნგრეთში ყოფნისას თქვა, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე. 2014 წელს მოსკოვში ვიზიტისას ორბანმა ხელი მოაწერა 10 მილიარდი ევროს ღირებულების სესხის შეთანხმებას რუსეთთან, იმ მიზნით, რომ გაფართოვდეს საბჭოთა პერიოდის ელექტროსადგური პაკსში, რომელიც 130-მდე კილომეტრითაა მოშორებული ბუდაპეშტს. პუტინის უნგრეთში ვიზიტის ოფიციალური მიზეზია ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე დასწრება - სადაც ის VIP განყოფილებაში იჯდა ორბანთან ერთად. უნგრეთის ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ რუსეთის ლიდერის ჩასვლას და საფრთხედ მიიჩნევენ, ორბანის მჭიდრო კავშირებს ვლადიმირ პუტინთან. მოელიან, რომ ვლადიმირ პუტინს გადასცემენ დებრეცენის უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ საპატიო მოქალაქის წოდებას, რუსეთის მიერ უნგრეთის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის

XS
SM
MD
LG