ჩინეთის ლიდერმა BRICS-ის წევრებს, ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის და სამხრეთ აფრიკისგან შემდგარ კავშირს მოუწოდა გაერთიანდნენ ვაჭრობის სფეროში მზარდი პროტექციონიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და უფროაქტიური როლი ითამაშონ მსოფლიო მართვაში. სი ძინპინმა BRICS-ის სამიტზე, რომელიც ჩინეთში იმართება, და რომელიც დაჩრდილა დაძაბულობამ კორეის ნახევარკუნძულზე, განაცხადა, რომ ერთ ხმაში უნდა ვილაპარაკოთო, რათა მოგვარდეს გლობალური პრობლემები და დავიცვათ საკუთარი ინტერესებიო.
ჩინეთის ლიდერი BRICS-ის წევრებს მოუწოდებს, უფრო აქტიური როლი ითამაშონ მსოფლიოს მართვაში