Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დამცველები შეშფოთებული არიან თურქმენეთში მობინადრეების უფლებების მასობრივი დარღვევით


„აზიის თამაშებისთვის“ მზადება, აშხაბადი
„აზიის თამაშებისთვის“ მზადება, აშხაბადი

ორი უფლებადამცავი ჯგუფი აცხადებს, რომ ბინების მფლობელთა და მობინადრეთა უფლებები თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მასობრივად დაირღვა ხელისუფლების მიერ, „დარბაზში საბრძოლო ხელოვნების აზიის მეხუთე თამაშების“ წინ. თამაშები აშხაბადში იმართება.“უფლებების დაცვის თურქმენეთის ინიციატივამ,“ რომელიც ვენაში მოქმედებს და ჰიუმენ რატს უოჩმა განაცხადეს, რომ თურქმენეთის მთავრობამ ძალით დაატოვებინა ბინები და სახლები დაუნგრია მფლობელებს და მცხოვრებთ თამაშებისთვის მზადების პერიოდში. ამასთან, უფლებადამცველების თანახმად, მათ არ გადაუხადა სათანადო კომპენსაცია. „აზიის თამაშები“ 17-27 სექტემბერს ეწყობა. თურქმენეთის ავტორიტარულ მმართველს, გურბანგული ბერდიმუხამედოვს, ჩანს, სურს, სპორტული შეჯიბრების გზით ქვეყანა სპორტულ ცენტრად წარმოადგინოს რეგიონში.

XS
SM
MD
LG