Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მისმა ავიაციამ სირიაში დახოცა 4 ექსტრემისტი საველე მეთაური


რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით მისმა ავიაციამ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ 4 საველე მეთაური დახოცა საავიაციო იერიშის შედეგად სირიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დეირ ელ-ზურში. 8 სექტემბრის განცხადების თანახმად, იერიშის დროს მთლიანობაში 40-მდე ექსტრემისტი იქნა განადგურებული. იუწყებიან, რომ დახოცილთა შორისაა ტაჯიკეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, გულმურად ხალიმოვი და საველე მეთაური აბუ მუჰამედ ალ-შიმალი, რომელიც ექსტრემისტულ ორგანიზაციაში უცხოელ მებრძოლებზე იყო პასუხისმგებელი. გულმურად ხალიმოვს, ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ყოფილ მეთაურს, რომელსაც აშშ-ში აქვს გავლილი გადამზადება, ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „ომის მინისტრს“.

XS
SM
MD
LG