Accessibility links

ქარიშხალმა „ირმამ“ 45 ადამიანი შეიწირა კარიბის ზღვის აუზსა და აშშ-ში


ქარიშხალმა „ირმამ“, ბოლო მონაცემებით, 45 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კარიბის ზღვის აუზსა და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ქარიშხალი ახლა ფლორიდის გავლით ვრცელდება ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინის შტატებზე. ამასობაში, „ირმა“ შესუსტდა და 12 სექტემბრის დილიდან მიჩნეულია ე.წ. „ტროპიკულ დეპრესიად“, თუმცა მას მაინც საკმარისი ძალა აქვს მსხვერპლისა და ნგრევის გამოსაწვევად. ოფიციალური პირების ცნობით, ქარიშხალმა, სულ ცოტა, ორი ადამიანი შეიწირა ჯორჯიაში და ერთი სამხრეთ კაროლინაში, ხოლო მანამდე - შვიდი ადამიანი ფლორიდის შტატში. ფლორიდაში 13 მილიონამდე ადამიანი, ანუ მოსახლეობის ორი მესამედია დარჩენილი ელექტრომომარაგების გარეშე. კუბამ 12 სექტემბერს გამოაცხადა, რომ „ირმამ“ 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა გასული კვირის მიწურულს, როცა მეოთხე კატეგორიის ქარიშხლად იყო შეფასებული. კარიბის ზღვის ქვეყნებში, მთლიანობაში, 35 ადამიანი დაიღუპა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG