Accessibility links

ლიკა საჯაია მიწის გასხვისების საკონსტიტუციო რეგულაციებზე


13 სექტემბერს რადიო „თავისუფლების“ „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია. მან ილაპარაკა მიწის გასხვისების საკონსტიტუციო რეგულაციაზე. მისი განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილები ისე დაიგეგმა, რომ მას წინ არ უსწრებდა შესაბამისი იურიდიული და ეკონომიკური ანალიზი, ამას მოჰყვა მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე. ეს ლიკა საჯაიას თქმით, მიუთითებს საკანონმდებლო ცვლილების ხარვეზზე. მისივე სიტყვებით, ცვლილებები, გამომდინარე იქიდან, რომ გამონაკლის შემთხვევებსაც მოიცავს, კორუფციის ხიფათს წარმოშობს და ასევე, არ ითვალისწინებს მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG