Accessibility links

ლიბიაში დააკავეს ტანზანიის დროშით მცურავი თურქული გემის ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის საქართველოს 3 მოქალაქე


ლიბიაში დააკავეს ტანზანიის დროშით მცურავი თურქული გემის ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის საქართველოს 3 მოქალაქე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გემი 30 აგვისტოს დააკავეს, თუმცა, სააგენტომ ინფორმაცია მხოლოდ 13 სექტემბერს, საღამოს მიიღო ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახისგან. მამუკა ახალაძის ცნობით, ეკიპაჟის წევრების დაკავება სავარაუდოდ, უკავშირდება არალეგალური ტვირთით ნაოსნობას. „თუმცა, დაზუსტებული მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს. პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“ - განაცხადა მამუკა ახალაძემ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG