Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების თავმჯდომარედ აირჩიეს


ირაკლი პეტრიაშვილი
ირაკლი პეტრიაშვილი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ უკვე მეოთხედ, 4 წლის ვადით ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. პეტრიაშვილმა დელეგატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, პროფკავშირების წევრებმა გაუძლეს ზეწოლას და მისი ღვაწლი დააფასეს“. ყრილობის დამსწრე 203 დელეგატიდან ირაკლი პეტრიაშვილს მხარი დაუჭირა 139-მა დელეგატმა, ხოლო ამირან ზენაიშვილს - 62 ხმა ერგო. 2 ბიულეტენი გაბათილდა. კიდევ ერთმა კანდიდატმა დავით ოქიტაშვილმა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

XS
SM
MD
LG