Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლოში გაიმართება ზეპირი მოსმენა რაულ ვალენბერგის ნათესავების სარჩელთან დაკავშირებით


შვედი დიპლომატი რაულ ვალენბერგი
შვედი დიპლომატი რაულ ვალენბერგი

რუსეთის სასამართლოში გაიმართება ზეპირი მოსმენა უშიშროების ფედერალური სამსახურის წინააღმდეგ რაულ ვალენბერგის ნათესავების სარჩელთან დაკავშირებით. ვალენბერგი იყო შვედი დიპლომატი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს სიკვდილისაგან იხსნა ათასობით ებრაელი. 1945 წელს ის საბჭოთა სამხედროებმა დააკავეს, რის შემდეგაც კაგებეს ტყვეობაში გარდაიცვალა. ვალენბერგის ნათესავები მოითხოვენ, რომ კაგებეს მთავარმა მემკვიდრემ, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა წარმოადგინოს დოკუმენტები, რომლებიც ნათელს მოჰფენდა შვედი დიპლომატის ბედს. სასამართლოში ზეპირი მოსმენა პირველად 17 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მაგრამ დაწყებიდან ცოტა ხანში გადაიდო. როგორც ვალენბერგის ნათესავების ადვოკატი დარია სუხიხი ამბობს, უშიშროების ფედერალურ სამსახურს მეტი დროს დასჭირდა საქმესთან დაკავშირებული მასალების შესასწავლად. რუსეთი აცხადებს, რომ ვალენბერგი 1947 წელს მოსკოვში, ლუბიანკაზე, კაგებეს შტაბბინაში გარდაიცვალა, მაგრამ მის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები დაუდგენელი რჩება. საბჭოთა კავშირი ირწმუნებოდა, რომ 35 წლის დიპლომატი გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს ვერსია, რომელსაც რუსეთის ავრცელებს, ბევრს აეჭვებს.

XS
SM
MD
LG