Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ უარყო შვედი დიპლომატის, რაულ ვალენბერგის ნათესავების სარჩელი


რაულ ვალენბერგის პასპორტის ფოტო, 1944 წლის ივნისი
რაულ ვალენბერგის პასპორტის ფოტო, 1944 წლის ივნისი

მოსკოვში სასამართლომ უარყო შვედი დიპლომატის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გარდაცვლილი რაულ ვალენბერგის ნათესავების სარჩელი, ვალენბერგის გარდაცვალებაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის მისაღებად. ვალენბერგი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს სიკვდილისაგან იხსნა ათასობით ებრაელი, 1945 წელს საბჭოთა სამხედროებმა დააკავეს, რის შემდეგაც ის კაგებეს ტყვეობაში გარდაიცვალა. ვალენბერგის ოჯახმა წელს ივლისში მოითხოვა რუსეთის უშიშროების სამსახურისაგან საარქივო მასალა, მაგრამ ამ უწყების წარმომადგენელმა 18 სექტემბერს სასამართლოში გამოაცხადა, რომ დოკუმენტების ნაწილი უკვე გამოქვეყნებულია, ხოლო გარკვეული ნაწილი უკავშირდება „მესამე პირებს“ და ვერ გაიცემა მათი თანხმობის გარეშე. ამიტომ ვალენბერგის ნათესავებს ურჩიეს, დაელოდნენ გარდაცვალებიდან 75-წლიანი ვადის გასვლას. რაულ ვალენბერგი ბუდაპეშტში შვეციის წარმომადგენლობაში მუშაობდა 1944 წელს, როცა 20 ათასამდე უნგრელ ებრაელს დაეხმარა ნაცისტებისაგან თავის გადარჩენაში. 1945 წელს საბჭოთა სამხედროებმა ვალენბერგი ბუდაპეშტშივე დააპატიმრეს და გააგზავნეს მოსკოვში. ის, სავარაუდოდ, საბჭოთა ციხეში გარდაიცვალა. 2016 წლის ოქტომბერში შვეციამ ოფიციალურად გამოაცხადა ვალენბერგი გარდაცვლილად. წელს მარტში დიპლომატის ნათესავებმა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს მოსთხოვეს ლუბიანკისა და ლეფერტოვოს ციხეების 1945-47 წლების დოკუმენტების ორიგინალები.

XS
SM
MD
LG