Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ციმბირელი მოქალაქე ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნა სეპარატიზმისკენ მოწოდების გამო


რუსეთის სასამართლომ, ციმბირში, ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქე მოათავსა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მას მერე, რაც მან საჯაროდ გამოთქვა მოწოდება რუსეთის აზიურ ნაწილში დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნისკენ. ირკუტსკის ოლქის, ქალაქ ანგარსკისპროკურატურამ განაცხადა, რომ პირი, რომლის ვინაობა არ გაამხილეს, დამნაშავედ სცნეს იმგვარი აქციისკენ საჯარო მოწოდებისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევდა. თუმცა, მან თქვა, რომ ბრალდებული არ არის პასუხისმგებელი თავის ქმედებისთვის, რადგან ის შეურაცხადია. მისი თქმით, ბრალდებული იძულებით გააგზავნეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

XS
SM
MD
LG