Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მთავრობის სანომრე ნიშნებიანი ავტომანქანა პოლიციელს დაეჯახა და მოკლა


მოსკოვის ცენტრში პოლიციელს დაეჯახა და მოკლა მთავრობის სანომრე ნიშნებიანმა ავტომანქანამ. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ მიექანება მერსედესის მარკის ავტომანქანა ნოვი არბატის ქუჩაზე და ეჯახება პოლიციელს. 32 წლის უფროსი ლეიტენანტი სერგეი გრაჩოვი ადგილზევე გარდაიცვალა. სანომრე ნიშნები (АМР) მიანიშნებს, რომ მერსედესი უშიშროების ფედერალურ სამსახურს ეკუთვნის, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ მართავდა მას, ან ვის სახელზეა გაფორმებული, იუწყება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასი“. ცნობების თანახმად, ავარიის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ავტომანქანას სანომრე ნიშნები მოხსნეს და ახლოს არ მიუშვეს ჟურნალისტები. დაწყებულია გამოძიება.

XS
SM
MD
LG