Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ყირიმელ თათართა ლიდერს


რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სასამართლომ 27 სექტემბერს სეპარატიზმის გაღვივებაში დამნაშავედ სცნო ყირიმელ თათართა ლიდერი, ილმი უმეროვი, რომლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაციები. ქალაქ სიმფეროპოლის სასამართლომ უმეროვს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა იძულებით შრომა-გასწორების კოლონიაში. ილმი უმეროვი, რომელიც არჩეული ორგანოს, ყირიმელ თათართა მეჯლისის თავმჯომარის მოადგილეა, ხმამაღლა ილაშქრებდა კრემლის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის 2014 წლის ანექსიის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG