Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ათასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული საბრძოლო მასალების საწყობში ძლიერი აფეთქებების შემდეგ


ცენტრალურ უკრაინაში 30 ათასამდე ადამიანი იქნა ევაკუირებული და ფრენისათვის საჰაერო სივრცე დაიხურა საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი ძლიერი აფეთქებების შემდეგ. ამის შესახებ 27 სექტემბერს გამოაცხადა უკრაინის საგანგებო მდგომარეობათა უწყებამ. აფეთქებები, რომლებსაც ხანძარი მოჰყვა, 26 სექტემბერს, ღამით მოხდა ვინიცის ოლქის ქალაქ კალინოვკის მახლობლად, საბრძოლო მასალების საწყობში. კალინოვკა კიევის დასავლეთით, 270-მდე კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის სამხედრო პროკურატურის განცხადებით, გამომძიებლები აფეთქებებსა და ხანძარს განიხილავენ დივერსიის აქტად. ხოლო უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი, ვიაჩესლავ აბროსკინი აცხადებს, რომ მობილიზებულია ასობით პოლიციელი ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, კიევისა და ჩერნოვცის ოლქებიდან. ისინი მუშაობენ აფეთქებების ადგილთან ადამიანების უსაფრთხოებისა და ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ზორიან შკირიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ აფეთქებები „რუსეთის მტრული დივერსიაა“. ის აღნიშნავს, რომ კალინოვკის საბრძოლო მასალების საწყობში უკვე მეშვიდედ გაჩნდა ხანძარი.

XS
SM
MD
LG