Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დაასახელა ლას-ვეგასში თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილის ვინაობა


აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასის პოლიციამ დაასახელა სასტუმროსთან თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა: 64 წლის სტივენ პედოკი, თეთრკანიანი მამაკაცი, რომელიც ლას ვეგასში ცხოვრობდა. ამის შესახებ 2 ოქტომბერს გამოაცხადა შერიფმა ჯო ლომბარდომ. ლას-ვეგასში, სულ ცოტა, 50 მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა სასტუმრო „მანდალეი ბეიდან“ ცეცხლის გახსნის შედეგად.

ჯო ლომბარდოს ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ავტომატური შაშხანა გამოიყენა სასტუმროს 32-ე სართულიდან სროლისას, რის შემდეგაც ის პოლიციელებმა მოკლეს. ოფიციალური პირების განცხადებით, უკვე დადგენილია ინციდენტთან კავშირში ეჭვმიტანილი პირის, 62 წლის მერილუ დენლის ადგილსამყოფელი. თავდასხმა მოხდა მუსიკალური ფესტივალის დროს. თვითმხილველების ცნობით, კონცერტი დასასრულს უახლოვდებოდა ქანთრის მომღერლის ჯეისონ ალდინის გამოსვლით, როცა სროლა დაიწყო.

XS
SM
MD
LG