უზბეკეთში 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს უფლებადამცველი აგზამ ფარმონოვი. ის 2006 წელს გაასამართლეს გამოძალვის ბრალდებით, რომელიც ბევრს მიაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად. ტაშკენტში აშშ-ის საელჩო მიესალმა 3 ოქტომბერს ფარმონოვის გათავისუფლებას. როგორც მან განაცხადა, ვაშინგტონი მიესალმება უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის ძალისხმევას უზბეკეთში ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად, რის შესახებაც მან გაეროში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. 40 წლის ფარმონოვს 2006 წელს მიუსაჯეს 9,5 წლით პატიმრობა. ის ხელმძღვანელობდა უზბეკეთის ადამიანის უფლებათა საზოგადოების ერთ-ერთ განყოფილებას. როცა 2016 წელს ფარმონოვის გათავისუფლების დრო მოახლოვდა, მას პატიმრობის ვადა კიდევ 5 წლით და 26 დღით გაუგრძელეს ციხეში „ცუდი ქცევისათვის“.
ყველაზე პოპულარული
1