Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის ცნობით, რუსმა ჰაკერებმა მოიპოვეს ინფორმაცია აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს საიდუმლო მეთოდებზე


მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუსეთის მთავრობის დავალებით მოქმედმა ჰაკერებმა მოიპოვეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულ მეთოდებზე, რომლებსაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო (NSA)იყენებს უცხოეთის კომპიუტერულ ქსელებში შესაღწევად და კიბერიერიშებისაგან თავის დასაცავად. ჰაკერებს ასეთი შესაძლებლობა მიეცათ მას შემდეგ, რაც ეროვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორმა თავის სახლის კომპიუტერზე ატვირთა გასაიდუმლოებული მასალა. ამის შესახებ იუწყება გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მოგვიანებით რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების ვარაუდით, საიდუმლო ინფორმაციის მოსაპარად გამოყენებულ იქნა ანტივირუსული პროგრამა, რომელიც შექმნა მოსკოვში დაფუძნებულმა კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიამ“. გასულ თვეში ვაშინგტონმა აშშ-ის ფედერალურ უწყებებს აუკრძალა „კასპერსკის“ ნაწარმის გამოყენება. გადაწყვეტილების მიზეზია ვარაუდი, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელობას კავშირი აქვს რუსეთის დაზვერვის სამსახურთან, რომელმაც შესაძლოა „კასპერსკის“ პროგრამები გამოიყენოს ამერიკულ სტრუქტურებზე ჰაკერული თავდასხმების მოსაწყობად.

XS
SM
MD
LG