Accessibility links

გარდაიცვალა ცნობილი კინომსახიობი ლიკა ქავჟარაძე


ლიკა ქავჟარაძე ფილმ "ნატვრის ხეში"

გავრცელებული ცნობებით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ცნობილი კინომსახიობი ლიკა ქავჟარაძე. ის 57 წლის იყო. სიკვდილის მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებენ. ქავჟარაძემ სახელი გაითქვა მარიტას როლის შესრულებით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში "ნატვრის ხე". მას ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში "პეპელა" (1977), "დემეტრე თავდადებული" (1982), "ოჯახი" (1985) და სხვა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG