Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალიში მომხდარ აფეთქებებს, სულ ცოტა, 20 კაცი ემსხვერპლა


სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა სომალის დედაქალაქ მოგადიშუში ორი დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. პირველი აფეთქება მოხდა რაიონში, სადაც სამთავრობო ოფისები, სასტუმროები და რესტორნებია განლაგებული. მეორე აფეთქება კი ორი საათის შემდეგ მადინას რაიონში მოხდა. გავრცელებული ცნობებით, პირველმა აფეთქებამ დაანგრია რამდენიმე შენობა, რის გამოც მოელიან, რომ შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდოს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია. სომალიში ბოლო ხანს მომხდარი ტერაქტების უკან დგას ისლამისტური დაჯგუფება "ალ შაბაბი", საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ყაიდის" ფილიალი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს სომალის ხელისუფლებას და ქვეყანაში ისლამურ ფუნდამენტალიზმზე დაფუძნებული სახელმწიფოს შემქნას ცდილობს.

XS
SM
MD
LG