Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგული მფრინავის ახლობლები კონგოში სპეციალური ჯგუფის გაგზავნას ითხოვენ


კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს ხელისუფლება მიმართავენ, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც გაემგზავრება კონგოში და ადგილზე შეისწავლის სოსო ოსორაულთან დაკავშირებით ინფორმაციას. ამის თაობაზე მათ განაცხადეს საპროტესტო აქციაზე, რომელიც 15 ოქტომბერს თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა. აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები, რომელთა შინაარსის მიხედვით, ისინი სახელმწიფოს სოსო ოსორაულის გადარჩენისკენ მოუწოდებენ. ოჯახის ახლობელთა თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მფრინავი ცოცხალი. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შვეულმფრენი, რომელსაც სოსო ოსურაული მართავდა, მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს, თვითონ მფრინავი კი დაატყვევეს. მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სოსო ოსორაული დაღუპულია.

XS
SM
MD
LG