Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ სხვადასხვა რეგიონში პოლიციელთა სიმრავლე რამდენიმე მიზეზით ახსნა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში პოლიციელების სიმრავლის გამო, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. „არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინტერპრეტაციებისგან” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG