Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენები ითხოვენ გამოძიებას ობამას დროს რუსეთთან დადებული შეთანხმებისა ურანის თაობაზე


აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრებმა გამოაცხადეს, რომ საჭიროა ახალი გამოძიების დაწყება ბარაკ ობამას დროს რუსეთის კომპანია „როსატომთან“ დადებული შეთანხების თაობაზე. ამ გარიგებით რუსული კომპანიამ შეისყიდა კანადური ფირმა, რომელიც აშშ-ისათვის განკუთვნილი ურანის მარაგების 20%-ს ფლობდა. რესპუბლიკელი კანონმდებლების 24 ოქტომბრის განცხადების თანახმად, მათ აინტერესებთ, იყო თუ არა ბოლომდე შესწავლილი რუსულ კომპანია „როსატომთან“ გაფორმებული 2010 წლის შეთანხმება დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსა და სხვა სპეცსამსახურების მიერ. სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჩაკ გრასლი მიიჩნევს, რომ ურანის გარიგების თაობაზე აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში უნდა შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი.

XS
SM
MD
LG