Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მატისმა ჩრდილოეთი კორეა გააფრთხილა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯიმ მატისმა გააფრთხილა ჩრდილოეთი კორეა, რომ მასიურ სამხედრო პასუხს გასცემს პხენიანის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას. დაძაბულობა რეგიონში კომუნისტური სახელმწიფოს მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის გამო კვლავ დიდია. „არ შეგეშალოთ, ყოველგვარ თავდასხმას აშშ-სა და მის მოკავშირეებზე, მოვიგერიებთ", განაცხადა მატისმა სეულში, 28 ოქტომბერს. ჩრდილოეთიდან ბირთვული იარაღის ყოველგვარ გამოყენებას მასიურ სამხედრო პასუხს გავცემთ, თქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა სამხრეთ კორეაში. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ თვეში აპირებს სამხერთ კორეაში ჩასვლას აზიაში მოგზაურობის ჩარჩოებში.

XS
SM
MD
LG