Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიის გადაყენებული ლიდერი მისაღებად მიიჩნევს ვადამდელ არჩევნებს


კატალონიის გადაყენებული ლიდერი, კარლეს პუჩდემონი ბრიუსელში
კატალონიის გადაყენებული ლიდერი, კარლეს პუჩდემონი ბრიუსელში

კატალონიის გადაყენებულმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა, სამშაბათს ბრიუსელში განაცხადა, რომ მისაღებად მიიჩნევს 21 დეკემბერს კატალონიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ გადაწყვიტა. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე პუჩდემონმა თქვა აგრეთვე, რომ არ აპირებს ბელგიაში თავშესაფრის მოთხოვნას, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ხანი აპირებს ამ ქვეყანაში დარჩენას. პუჩდემონის განცხადებით, ის კატალონიაში დაბრუნდება ესპანეთის მთავრობისაგან „გარანტიების“ მიღების შემდეგ. კატალონიაში ვადამდელი არჩევნები მადრიდმა დანიშნა მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება ჩამოართვა კატალონიის მთავრობას დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის უკანონოდ გამართვის ბრალდებით და რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა. კატალონიაში 1 ოქტომბერს გაიმართა ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ უკანონოდ მიჩნეული რეფერენდუმი. მასში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 43%-მა, რომლის დიდი უმრავლესობაც დამოუკიდებლობას მიემხრო.

XS
SM
MD
LG