Accessibility links

აშშ-ის მთავრობის ანგარიშით, კლიმატურ ცვლილებებს "უკიდურესად დიდი ალბათობით" იწვევს ადამიანის მოქმედება


აშშ-ის მთავრობამ გამოაქვეყნა ვრცელი სამეცნიერო ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ კლიმატური ცვლილებები „უკიდურესად დიდი ალბათობით“ არის გამოწვეული ადამიანის მოქმედებით. ფედერალური მთავრობის დავალებით ჩატარებული კვლევის ეს შედეგი აშკარად ეწინააღმდეგება პოზიციას, რომელიც არაერთხელ გამოუხატავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ გლობალური დათბობა არის ჩინეთის მიერ გამოგონილი სიცრუე. ამასთან, ტრამპი საჭიროდ მიიჩნევს კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზში მიღწეული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლას. კლიმატის შესახებ საგანგებო სამეცნიერო ანგარიში მიეკუთვნება კლიმატის შესახებ უფრო ფართომასშტაბიან რიგით მეოთხე გამოკვლევას და გასაჯაროვდა პროექტის სახით, საზოგადოებისათვის აზრის გამოთქმის საშუალების მისაცემად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG