Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი


86 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, ჯანსუღ ჩარკვიანი. მან პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა, პოეტის პირველი კრებული კი 1959 წელს გამოიცა. ჯანსუღ ჩარკვიანი სხვადასხვა დროს იყო ჟურნალების, „დილის“ და „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” დირექტორი და საზოგადოება „თბილისელის” პრეზიდენტი. მინიჭებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ღირსების ორდენი. 1995 და 1999 წლებში ჯანსუღ ჩარკვიანი იყო საქართველოს მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი.

XS
SM
MD
LG