Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმის შემდეგ, "ეხო მოსკვის" ჟურნალისტი ეთერში დაბრუნდა


რუსეთის რადიოსადგურის, "ეხო მოსკვის" ჟურნალისტი, რომელიც გასულ თვეში თავდამსხმელმა ყელის არეში დაჭრა, ამბობს, რომ სრული გამოჯანმრთელების იმედი აქვს. ტატიანა ფელგენგაუერმა, გადაცემის წამყვანმა და რედაქტორის მოადგილემ, 6 ნოემბერს დილის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. 23 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს იყო მისი პირველი გამოჩენა კამერის წინ. ფელგენგაუერი ამბობს, რომ თავს "ბევრად უკეთ" გრძნობს და აპირებს წლის ბოლოს სრულად დაბრუნდეს სამსახურში. ჟურნალისტს ყელზე შარფი ჰქონდა შემოხვეული, მისი თქმით მან სერიოზული ოპერაცია გადაიტანა და სრული გამოჯანმრთელებისთვის კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება. თავდასხმის დროს პირი მოსკოვში, რადიოსადგურის ოფისში შეიჭრა და ფელგენგაუერი დანით დაჭრა ყელის არეში. ეჭვმიტანილი, 48 წლის ბორის გრიტსი, მოგვიანებით რადიოს დაცვამ დააკავა და ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, 23 დეკემბრის სასამართლო სხდომამდე. გრიტსს, რომელმაც, გამომძიებლების ცნობით, პოლიციას უთხრა, რომ ფელგენგაუერთან ხუთი წელია "ტელეპათიური კონტაქტი" აქვს, ფსიქიატრიული გამოკვლევაც უტარდება. სახელმწიფო მედია დიდი ხანია აკრიტიკებს "ეხო მოსკვის" და სხვა იშვიათ დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, მთავრობის მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო.

XS
SM
MD
LG