Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კომუნისტები აღნიშნავენ ბოლშევიკური რევოლუციის მე-100 წლისთავს


რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრები და მხარდამჭერები მოსკოვში მართავენ საზეიმო მსვლელობასა და მიტინგს ბოლშევიკური რევოლუციის მე-100 წლისთავის აღსანიშნავად. კომუნისტური პარტია გამოდის ლოზუნგებით „გაუმარჯოს სოციალისტურ რევოლუციას!“, „ვამაყობთ საბჭოთა ქვეყნით!“ და „მშვიდობა ხალხებს, მიწა გლეხებს, ქარხნები მუშებს!“ ზოგადად, რუსეთში დიდი ხმაურით არ აღნიშნავენ რევოლუციასთან დაკავშირებულ თარიღს. ხელისუფლება ბოლშევიკური რევოლუციის მე-100 წლისთავის ნაცვლად, ყურადღებას ამახვილებს მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ თარიღზე: მოსკოვში, წითელ მოედანზე 1941 წელს გამართული აღლუმის წლისთავზე. ომის ვეტერანებმა ყვავილების გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი კრემლის კედელთან.

XS
SM
MD
LG