Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში რუს ტურისტებთან დაპირისპირება მოხდა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შსს-მ დაადასტურა, რომ იძიებს თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 ნოემბერს, ღამით მომხდარ ინციდენტს. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრებნი რუს ტურისტებს დაუპირისპირდნენ და მათი ავტომანქანა დააზიანეს. სააგენტო „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, რომ დაკითხულია ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, ჩატარებულია ავტომანქანის ექსპერტიზა და შედგენილია შესაბამისი ოქმები. „მეორე მხარემ, რომელსაც ავტომობილი დაუზიანეს, თქვა, რომ ვერ მიიღებდა მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, რადგან საქართველოს საზღვარი დღეს უნდა დატოვოს. ისინი აცხადებენ, რომ პრეტენზია არ აქვთ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება“ - განუცხადეს 8 ნოემბერს, სააგენტო „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

XS
SM
MD
LG