Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა მკაცრი სიტყვებით მიმართა ჩრდილოეთ კორეას


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სეულში, სამხრეთ კორეის პარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ არ დავუშვებთ, ამერიკა და მისი მოკავშირეები შანტაჟის, ან თავდასხმის სამიზნე გახდნენ ჩრდილოეთი კორეის მხრიდანო. ტრამპის თქმით, ფხენიანი აგრძელებს რაკეტების გაშვებას იაპონიის და სხვა მეზობლების მიმართულებით, აგრძელებს ბირთვული იარაღის გამოცდას და საკონტინენტთაშორისო რაკეტების განვითარებით, თვით აშშ-ს უქმნის საფრთხეს. დონალდ ტრამპის თქმით, ჩრდილოეთმა კორეამ, აშშ-ის თავშეკავება სისუსტედ აღიქვა, რაც საბედისწერო შეცდომა იქნებოდა. აშშ-ს ახლა სრულიად განსხვავებული ადმინისტრაცია ჰყავს, ვიდრე უწინ, თქვა ტრამპმა სეულში. მან მიმართა ჩრდილოეთ კორეას, არა მხოლოდ თავისი ქვეყნის, არამედ ყველა ცივილიზებული ქვეყნის სახელით: გირჩევთ, ჩვენს შეფასებაში არ შეცდეთ, გამოცდას ნუ მოგვიწყობთ“.

XS
SM
MD
LG