Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მოითხოვს დოპინგის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი პირის ექსტრადიციას


გრიგორი როდჩენკოვი
გრიგორი როდჩენკოვი

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აპირებს მოითხოვოს რუსეთის სპორტში დოპინგის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი პირის, გრიგორი როდჩენკოვის ექსტრადიცია. როდჩენკოვი მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა 2006-2015 წლებში და 2016 წლის დასაწყისიდან თავს აფარებს შეერთებულ შტატებს. 8 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში, რუსეთის ფედერალური საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ აღძრულია ახალი საქმე როდჩენკოვის წინააღმდეგ და აპირებენ შეერთებული შტატებიდან მისი ექსტრადიციის მოთხოვნას. თუმცა, ორ ქვეყანას არა აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ. მოსკოვის სასამართლომ წელს სექტემბერში გასცა 57 წლის როდჩენკოვის დაპატიმრების ორდერი. მას ბრალად უყენებენ სამსახურებრივი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობას და დოპინგზე შესამოწმებელი სინჯების განადგურებას. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ახლა ამ ბრალდებებს დაემატა გამოძიებისათვის ხელის შეშლის ბრალდება. როდჩენკოვმა 2016 წლის მაისში გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში ისაუბრა დოპინგის გამოყენების ფართომასშტაბიან პროგრამაზე, რომელშიც ჩართული იყო სოჭის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ათობით რუსი ათლეტი.

XS
SM
MD
LG