Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იაჰუს" ხელმძღანველობის ყოფილი წევრი "რუს აგენტებს" ადანაშაულებს მილიონობით ანგარიშიდან მონაცემების მოპარვაში


კომპანია „იაჰუს“ ხელმძღვანელობის ყოფილი წევრი, მარისა მეიერი „რუს აგენტებს“ ადანაშაულებს 2014 წელს „იაჰუსაგან“ დიდი რაოდენობით მონაცემების მოპარვაში და აღნიშნავს, რომ არც ერთ კომპანიას არა აქვს ასეთი საფრთხისაგან დაცულობის გარანტია. მეიერმა ეს მოსაზრებები გამოთქვა აშშ-ის კონგრესში გამართულ სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა აშშ-ის კომპანიებზე ჰაკერული იერიშების მზარდ საფრთხეს. მეიერი „იაჰუს“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. როგორც მან აღნიშნა, კომპანიას ამოქმედებული აქვს უსაფრთხოების რამდენიმე სისტემა ასეთი იერიშების მოსაგერიებლად, მაგრამ „რუსმა აგენტებმა“, რომელთა წინააღმდეგაც მოგვიანებით ზომებსა მიმართა აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა სააგენტომ, შეძლეს დამცავი კედლის გარღვევა. „სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი ზომა დაეხმარა „იაჰუს“, წარმატებით დაეცვა თავი როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე სახელმწიფოს დახმარებით მოქმედი ჰაკერების მრავალი შეტევისაგან, რუსი აგენტები შემოიჭრნენ ჩვენს სისტემაში და მოიპარეს მომხმარებელთა მონაცემები“, განაცხადა მეიერმა სენტის ვაჭრობის საკითხთა კომიტეტში. აშშ-ის პროკურორებმა წელს მარტში წაუყენეს რუსეთის დაზვერვის ორ თანამშრომელსა და ორ ჰაკერს ბრალდებები, რომლებიც უკავშირდება 2014 წელს „იაჰუსაგან“ 500 მილიონამდე ანგარიშზე ინფორმაციის მოპარვას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის ხელისუფლებამ კიბერდანაშაულის გამო საქმე აღძრა რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ. ბრალდებების ფონია ვარაუდი, რომ კრემლი შეეცადა ჩარეულიყო აშშ-ის 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში. რუსეთი უარყოფს ბრალდებას.

XS
SM
MD
LG