Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საპასუხო ზომებით ემუქრება აშშ-ს ტელეარხ ერტესთვის წაყენებული მოთხოვნის გამო


კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხი ერტე (RT, ასევე ცნობილი სახელწოდებით „Russia Today“) აცხადებს, რომ შეასრულებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნას, უცხოეთის აგენტად დაარეგისტრიროს ერტეს განყოფილება აშშ-ში, ერტე ამერიკა. თუმცა ის მოთხოვნის გასაჩივრებას აპირებს. რუსეთი მალევე გამოეხმაურა ცნობას ერტეს შესახებ - განაცხადა, რომ მიმართავს საპასუხო ზომებს რუსეთში მოქმედი ამერიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ კანონმდებლებს მოუწოდა საპასუხო ზომის მომზადებისაკენ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მოსკოვმა შესაძლოა მომავალ კვირაში გადადგას სათანადო ნაბიჯები. ერტემ 9 ნოემბერს გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მოსთხოვა, 13 ნოემბრამდე დარეგისტრირდეს, როგორც უცხოეთის აგენტი, რასაც ითვალისწინებს აშშ-ის უცხოეთის აგენტთა რეგისტრაციის აქტი (FARA). ერტეს ვარაუდით, უცხოეთის აგენტად დარეგისტრირებას შესაძლოა მოჰყვეს აშშ-ში საქმიანობის შეწყვეტა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 9 ნოემბერს უარი თქვა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

XS
SM
MD
LG