Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ექიმები უსაზღვრებოდ“ ამბობენ, რომ პაკისტანის მთავრობა მოითხოვს თემთა რეგიონში მათი ბოლო ობიექტის დახურვასაც


ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ ამბობს, რომ პაკისტანის მთავრობამ მოსთხოვა დაიხუროს ორგანიზაციის ბოლო ობიექტიც ავღანეთის საზღვართან მდებარე, განსაკუთრებით სახიფათოდ მიჩნეულ რეგიონში. ორგანიზაციამ 9 ნოემბერს გამოაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა სათანადო ნებართვის გაცემაზე, რის შედეგადაც „ექიმები უსაზღვრებოდ“ ვეღარ გაუწევენ სამედიცინო დახმარებას მოსახლეობას ბაჯაურის რეგიონში, რომელიც მდებარეობს თემთა ფედერალურად მართულ ტერიტორიაზე ავღანეთის საზღვართან. ორგანიზაციამ ოთხი წლის წინ დაიწყო მუშაობა ამ რეგიონში. თემთა ფედერალურად მართულ ტერიტორიაზე ხშირად აწყობენ თავდასხმებს ექსტრემისტები, რომლებიც ათი წელია ებრძვიან პაკისტანის არმიას. შედეგად მოშლილია ჯანდაცვისა და განათლების სისტემები.

XS
SM
MD
LG