Accessibility links

ბრიუსელი: საქართველო ევროკავშირთან დაახლოების პროგრამის ერთგულია


8 დეკემბერს დანიშნული, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრის წინ ევროკავშირის კომისიის საგარეო მოქმედების უწყება აქვეყნებს მეორე ანგარიშს საქართველოს მხრიდან ასოცირების პროგრამის შესრულების შესახებ. კომისია ამბობს, რომ 2017 წელს საქართველოს მხრიდან მისი ევროკავშირთან ასოცირების პროგრამის შესრულების ხარისხი ადასტურებს ქვეყნის ერთგულებას ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრირების მიმართ. “ევროკავშირმა და საქართველომ დიდი ძალისხმევა მოახმარეს მძლავრ პარტნიორობას, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება და რომელსაც ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდძალი სარგებელი მოაქვს. მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ხანმოკლე ვიზიტებით უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში, ჩვენს სტუდენტებს შორის ახლა კიდევ უფრო ინტენსიური გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს და ჩვენს ბიზნესებს ვაჭრობის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ. დღევანდელი ანგარიში აჩვენებს მკაფიო პროგრესს საქართველოს რეფორმების პროგრამაში. ევროკავშირი გააგრძელებს იმ სამუშაოს მხარდაჭერას, რომელიც რამდენიმე სფეროში კვლავაც ჩასატარებელია და უერთგულებს ასოცირების პროგრამის სრულად და ხანგრძლივად შესრულების პროცესს” - ამბობს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი. ანგარიშის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირი საგარეო მოქმედების უწყება ამბობს, რომ 2017 წელს „საქართველოში განმტკიცდა დემოკრატიული ინსტიტუტები და მიიღეს მრავლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო ადამიანის უფლებებისა და ანტიდისტრიმინაციულ სფეროში”. თუმცა, იქვე ნათქვამია,რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია ვალდებულებების სპექტრი, რომელიც საჭიროებს კანომდებლობის მიღებას, საიმისოდ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თანდათან სრული სარგებელი ნახონ მათი ქვეყნის და ევროკავშირის ურთიერთობიდან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG