Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის სპიკერი ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობაში იგეგმება ცვლილებები


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ მთავრობაში იგეგმება საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები და ამბობს, რომ ამის თაობაზე ორშაბათს, 13 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ჟურნალისტების შეკითხვას, დასჭირდება თუ არა მთავრობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება, კობახიძემ უპასუხა, რომ სავარაუდოდ ასე იქნება. ბოლო დღეებში საქართველოს მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ იგეგმება რამდენიმე სამინისტროს გაუქმება და რამდენიმე მინისტრის შეცვლა.

XS
SM
MD
LG