Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში უქმე დღედ გამოცხადდა შობის კათოლიკური დღესასწაული


უკრაინაში ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა შობის კათოლიკური დღესასწაული. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ. შედეგად, უქმე დღედ ითვლება არამარტო 7 იანვარი, როცა ქრისტიანული რელიგიის ამ ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს აღნიშნავენ მართლმადიდებელი და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიები, არამედ 25 დეკემბერიც - შობის დღესასწაული კათოლიკეებისა და პროტესტანტებისათვის. კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შობას აღნიშნავს უკრაინაში ქრისტიანთა თემების, დაახლოებით, მესამედი.

XS
SM
MD
LG