Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრი მოითხოვს დოპინგზე ინფორმაციის გამავრცელებელი პირის „დახვრეტას“


რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი, ლეონიდ ტიაგაჩოვი
რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი, ლეონიდ ტიაგაჩოვი

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საპატიო წევრი, ლეონიდ ტიაგაჩოვი, საჭიროდ მიიჩნევს მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგორი როდჩენკოვის „დახვრეტას“. როდჩენკოვმა, რომელიც 2016 წლის დასაწყისიდან თავს აფარებს შეერთებულ შტატებს, გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის სპორტში დოპინგის მასობრივ გამოყენებაზე. „როდჩენკოვი ტყუილისათვის უნდა დახვრიტონ, როგორც ამას სტალინი გააკეთებდა“, - უთხრა ტიაგაჩოვმა რადიოსადგურს „გოვორიტ მოსკვა“. მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამოუკიდებელმა კომისიამ 2015 წელს წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც ასახულია რუსეთის სპორტში დოპინგით სარგებლობა სახელმწიფოს ხელშეწყობით. ამ ანგარიშის საფუძვლად იქცა როდჩენკოვის ჩვენებები. ამის შემდეგ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს აკრედიტაცია ჩამოართვეს. მის აღდგენაზე დღეს უარი თქვა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ, რომლის შეფასებითაც ეს სააგენტო „არ შეესაბამება“ ორგანიზაციის კოდექსს. კრემლი უსამართლოდ მიიჩნევს მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG