Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სასამართლო მოითხოვს ავღანეთში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიებას


ჰააგა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
ჰააგა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ითხოვს უფლებამოსილებას ავღანეთში სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად. ასეთ დანაშაულებში ბრალდებულებს შორის თალიბებთან ერთად შესაძლოა დასახელდნენ აშშ-ის სამხედროები, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო და ავღანეთის უშიშროების ძალები. ჰააგაში განთავსებული სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ 20 ნოემბერს გააკეთა განცხადება სამხედრო დანაშაულთა შესახებ სავარაუდო ბრალდებებზე, რომლებიც პირველად იქნება მიმართული ამერიკელების წინააღმდეგ. ბენსუდას განმარტებით, საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, შესაძლოა ბოლო მოეღოს „სრულ განუკითხაობას“ ავღანეთში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი განიხილავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას, მაგრამ ეწინააღმდეგება ავღანეთში ამ სასამართლოს საქმიანობას.

XS
SM
MD
LG