Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რუსი საოპერო ვარსკვლავი, დმიტრი ხვოროსტოვსკი


55 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი საოპერო ვარსკვლავი, ბარიტონი დმიტრი ხვოროსტოვსკი. მუსიკოსის ოჯახმა ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ ის გარდაიცვალა ლონდონში, თავის სახლთან მდებარე კლინიკაში, ახლობელთა გარემოცვაში. 2015 წელს ხვოროსტოვსკის დაუსვეს ტვინის კიბოს დიაგნოზი, მაგრამ ის 2016 წლამდე გამოდიოდა სცენაზე. ბოლო კონცერტი გამართა ივნისში ავსტრიაში, გრაფენეგის ფესტივალზე. იმავე თვეში ვენის სახელმწიფო ოპერამ გამოაცხადა ხვოროსტოვსკის ყველა მომდევნო გამოსვლის გაუქმების შესახებ. რუსმა ბარიტონმა, რომელიც 1962 წელს კრასნოარსკში დაიბადა, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 1989 წელს ბიბისის კარდიფის კონკურსში გამარჯვებით, რის შემდეგაც მას წამყვან საოპერო და საკონცერტო სცენებზე იწვევდნენ. ხვოროსტოვსკი საქართველოშიც არის ნამყოფი.

XS
SM
MD
LG