Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22 ნოემბრის სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა


გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი, მისი ადვოკატის თქმით, რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განუცხადა ჟურნალისტებს გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. ადვოკატმა დაკავებულის ვინაობა არ გაამხილა და აღნიშნა, რომ როგორც იცის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში არ არის. ადვოკატის თქმით, ის სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს. დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 328-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც ინტერპრესნიუსი საქართველოს მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, გამოძიება მიმდინარეობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარების მუხლით.

XS
SM
MD
LG