Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: მარიამ ლაშხი და თორნიკე ჯობავა


24 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ მარიამ ლაშხი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი და თორნიკე ჯობავა, პროგრამის - "ფართოზოლოვანი ინტერნეტი განვითარებისათვის" კოორდინატორი. მათ ილაპარაკეს "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ხუთწლიან პროექტზე, რომლის განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკმა საქართველოს 40 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. პროექტი ითვალისწინებს ინოვაციების ინფრასტრუქტურის შექმნას, ინოვაციების სერვისების განვითარებას, ინოვაციების დაფინანსებას და ა.შ.. პროექტის ერთ-ერთი ქვეკომპონენტი ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარება და საზოგადოების ინფორმირებაა. რეგიონების პატარა ქალაქებში დაგეგმილია 50 ინოვაციური ცენტრის გახსნა. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობისა და ელექტრონული კომერციის გაზრდისთვის 60 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახსა და 10 ათას მეწარმეს გადაეცემათ ვაუჩერები ფართოზოლოვანი ინტერნეტის ინსტალაციისა და არსებული ინტერნტპაკეტის გაუმჯობესებისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG