Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პოლიციამ დააკავა ჟურნალისტი, მანქანაში აღმოჩენილი ბომბის საქმეზე 


პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურმა დროებით დააკავა ჟურნალისტი და ჰაიბერ პახტუნყვის პრესკლუბის დაცვის ერთ-ერთი გუშაგი, მას შემდეგ, რაც წინა დღით ბომბი იქნა აღმოჩენილი მანქანაში, რომელშიც იმყოფებოდა ოთხი ჟურნალისტი. დაპატიმრებული ჟურნალისტი, ხალიდ აფრიდი, ჰაიბერის პროვინციის "ნიუს ტვ ჩანელის" თანამშორმელია. მასთან ერთად მანქანაში იჯდა კიდევ სამი ჟურნალისტი, მათ შორის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ფარჰად შინვარი. ისინი ჰაიბერის უკონტროლო პროვინციაში ძველი მანქანების რბოლას აშუქებდნენ. მანქანა, რომელშიც ჩხრეკის შედეგად 2 კგ ტროტილი აღმოჩნდა, ჟურნალისტმა ხალიდ აფრიდიმ იქირავა ქალაქ ჯარმოუდში. მის მიმარ ბრალი წაყენებული არ არის. პრესკლუბის დაცვის წევრი კი დაკავებულია იმის გამო, რომ არ შეამოწმა პარკირების ადგილზე მყოფი ავტომანქანა.

XS
SM
MD
LG